,ქვეყანაში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ კვლავ რჩება ადგილი პროგრესის მისაღწევად", _ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,მინდა, მადლობა გადაუხადო შეხვედრის მონაწილეებს. ესენი იყვნენ არასაპარლამენტო პარტიების ხელმძღვანელები. გვაინტერესებდა მათი ხედვა თუ როგორია გარემო საპრეზიდენტო და შემდგომში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი. მათთან საუბრის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც ეხება დაფინანსებას, სარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას და მედიის პოლარიზებას" - განაცხადა ნორლანდმა.