,,სასამართლო რეალურად თავისუფალია პროკურორებისგან და ეს დღევანდელი განაჩენით დამტკიცდა", _განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,დანარჩენს რაც შეეხება პროცესი ჯერ არ დასრულებულა თქვენ იცით, რომ საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის მოსამართლებზე ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები უფრო მეტი კომპეტენცია აქვთ, უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. პროკურატურაც გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ და პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ კი ისინი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას და მე როგორც ვიცი გადაწყვეტილი აქვთ გასაჩივრება, მეორე ინსტანციაში კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით და შემართებით დაუჭერენ მხარს ბრალდებას", _განაცხადა წულუკიანმა.