გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძის განაცხადებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეზე, რომელიც მათ საქმეს იხილავდა ზეწოლას ახდენდა. ამის შესახებ გიგი კალანდაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს მოსამართლე 9 თვე იხილავდა ჩვენ საქმეს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომელ ზეწოლასაც ყოველგვარი პრეზუმპციის დაცვის გარეშე აწარმოებდა იუსტიციის მინისტრი. რამდენჯერმე მან ღია ეთერში ბრალი დამდო თითქოს მე ვახდენდი ზეწოლას მოწმეებზე სამეგრელოში, რომელიც არც კი დადასტურდა და საერთოდ არც კი იყო ნახსენები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და იმ ხალხს, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი მოქმედების შეიარაღებულ ძალებში", - განაცხადა კალანდაძემ