,,გუნავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროა", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის უფლებამოსილებას აჭარბებს.
,,მიხეილ სააკაშვილს, კონსტიტუცია, კანონი რაღაც უფლებებს აძლებს და ის ვერასოდეს ვერ ეტეოდა თავის უფლებებში და ახლაც ამის დემონსტრირებას ახდენს. სამი თვე კიდევ უნდა ავიტანოთ მერე დალაგდება ყველაფერი", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რომელსაც სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.