საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქსტატის მიერ ივნისში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციფრები საგანგაშოა. როგორც სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა საქართველოს ეკონომიკა უკვე რეცესიაში გადავიდა და იგი ამ დრომდე ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდით სულდგმულობს.
,, მინდა მოგმართოთ იმ საგანგაშო ციფრებთან დაკავშირებით, რომელიც საქსტატმა გამოქვეყნა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკია გადავიდა რეცესიაში ე.ი. საქართველოს ეკონომიკა მცირდება. წინა თვეებში ჩვენ გვქონდა სტაგნაცია, ახლა გვაქვს რეცესია. საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ეკონომიკა მცირდებოდეს, რადგან ამაზე დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის არსებობა და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ჩვენ წელს ვვარაუდობდით 11%-იან ეკონომიკურ ზრდას და ამისთვის ველა საფუძველი არსებობდა. მართლაც მსოფლიო რეკორდია 11%-იანი ზრდის მინუსებში გადაყვანა. ასეთ რამეს თუ არა ომის სიტუაცია ვერ ვიხსენებ ვერცერთ ქვეყანაში. პირდაპირ მინდა ვთქვა ეს არის არაკომპეტენტურობის და მთვრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ბიუჯეტში უკვე დაიწყო გარღვევა, რაც მომავალ წელს პენსიების გაცემას შეაფერხებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა პრემიერ-მინისტრის დაპირება საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბების თაობაზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.
,, მინდა პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში, განაახლონ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის მაგალითად თბილის შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც 200 მილიონო უკვე დავხარჯეთ და რომელიც თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის მეორე სუნთქვის გახსნაა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, განახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია და შეწყვიტონ პარლამენტში მავნე კანონების განხილვა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას, უნდა გადაიხედოს რევანშის პოლიტიკა,რადგან რევანშის პირობებში საქართველოში ფულს არავინ არ ჩადებს", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.