"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საპყრობილეში ახლობლების ნახვას ითხოვს.ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, მისი თქმით, მერაბაბიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს საპყრობილეში შეხვედრისას განუცხადა, რომ ახლობლების ნახვა სურს, რის საშუალებასაც ციხესი არ აძლევენ.
"მერაბიშვილს თავდაპირველად საკანში ტელევიზორი სურდა, ახლა კი ბოლო ხანია ახლობლების ნახვას ითხოვს, რისი მოთხოვნის უფლებაც მას აქვს,"- ამბობს ნანუაშვილი.