პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალებას საპარლამენტო უმრვლაესობა ეხმაურება. დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით მისთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით შეიწყალა სააკაშვილმა გუნავა.
„ჩემთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით შეიწყალა ავაზაკმა სააკაშვილმა დამნაშავე და კრიმინალი გუნავა. 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას" სამართალი შებრუნებული ჰქონდათ, რადგან დამნაშაავები ხელისუფლებაში ისხდნენ, ხოლო უდანაშაულო ხალხს ციხეში სვამდნენ,"- ამბობს ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თენგიზ გუნავას გმირი უწოდა და მის შეწყალებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.