გუნავას ციხეში ყოფნა დაუშვებელია და მის შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ. რათქმაუნდა გუნავას გავუშვებ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია, თუმცა ქვეყანა აუცილებლად გამოვა ამ მდგომარეობიდან.
"გუნავა კარგად იცის ყველამ რაზეა დაპატიმრებული, მას ყველას თვალწინ შეუგდეს ნარკოტიკები და იარაღი და ეს შემდგომ აღიარეს. ვინც იცნობს გუნავას, იცის, რომ ასეთი რაღაცები ახლოს არ მიუკარებია. ვინც არის დამნაშავე საპრეზიდენტო შეწყალებას ვერ მიიღებს მაგრამ ის იდეალისტები რომლებიც ისჯებიან იმიტომ რომ დღე და ღამე მუშაობდნენ ქვეყნის გადასარჩენად ციხეში არ იქნებიან. გუნავას ციხეში ყოფნა დაუშვებელია და მის შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ. რათქმაუნდა გუნავას გავუშვებ",- განაცხადა სააკაშვილმა.