პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი შეშფოთებულია იმ პირობებით, რომელშიც ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იმყოფება. როგორც კაჩინსკიმ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია.
,, პოლონეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ ვნახოთ რა პროცესები მიდის თქვენს ქვეყანაში. გვაშფოთებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. მოინახულეთ მერაბიშვილი, მაგრამ პირობებმა შეგვაშფოთა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მეგობრებს. ჩემი ძმა საქართველოს საკითხებში ჩართული საკმაოდ აქტიურად იყო. საქართველოს უკრაინასთან შედარება არ შეიძლება, რადგან ტიმოშენკო უკეთეს პირობებში იმყოფება", _განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.