ბელგიური გამოცემა Euobserver-ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება.
სპიკერის განცხადებით, თუ რას გულისხმობდა პრემიერი ამ ინტერვიუში ეს ჟურნალისტებმა პრემიერს თავად უნდა კითხონ, ხოლო რაც შეეხება კოალიციას, უსუფაშვილის თქმით, კოალიცია მომდევნო ოთხი წლის განმაავლობაში არ დაიშლება.
„პრემიერი ხშირად ხვდება პრესის წარმოამდგენლებს და თუ რას გულისხმობდა ის ამ ინტერვიუში თავად შეგიძლიათ კითხოდ, თუმცა რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებას" ჩვენ ავიღეთ ვალდებულება 4 წლით, რომ ქვეყანაში დაიწყება მოსახლოების კეთილდღეობა და წინსვლა, ამიტომ კოალიცია ამ წლების განმავლობაში არ დაიშლება,"- განაცხადა უსუფაშვილმა.