იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის დაკავება არადემოკრატიული იყო. ამის შესახებ რუსთავი-2"_თან საუბარში პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
კაჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა იმ გზას არ დაადგება საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია.
,, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია არა მარტო ის რაც არჩევნებამდე ხდებოდა, არამედ ისიც რაც არჩევნების შემდეგ ხდება. ამ შემთხვევაში რაც ახლა მოხდა არა არის დემოკრატია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა იმ გზას არ დაადგება საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. პოლონეთში ვამბობთ, რომ არსებობს გზა აღმოსავლეთისკენ, საქართველოში კი ამ გზას ჩრდილოეთის გზას უწოდებენ", _განაცხადა კაჩინსკიმ.