საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო მოძრაობის ,,სამართლიანობა უნდა აღსდგეს,, რეზოლუცუიას განიხილეს, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციის დაუსწრებლობამ უმრავლეოსობაში მკვეთრად უარყოფითი შეფასება გამოიწვია.
„დღეს ვიხილავდით სახალხო მოძრაობის ,,სამართლიანობა უნდა აღსდგეს,, ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ განხილვას არ ესწრებოდა არცერთი ,,ნაციონალი,, დეპუტატი, ორმა მოაწერა ხელი და ეგრევე დატოვა დარბაზი. აღნიშნული სახალხო მოძრაობის ყრილობის მიღებულ რეზოლუციაში საუბარია-სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიურ საფუძვლებზე, მე ვთვლი, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ,,ნაციონალი,, დეპუტატები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნულ განხილვაზე. თან ამ კომიტეტის წევრები არიან -ჩიორა თქათაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ანუ ის ხალხი, რომელსაც საზოგადოება მიიჩნევს ავადსახსენებელი რეჟიმის იდეოლოგიის არქიტექტორებად", - ცხადებს უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი.
ჩრდილელი მიჩნევს, რომ დასახელებულ პარლამენტარებს უნდა გაეცათ პასუხი იქ მყოფი ნანა კაკაბაძისათვის, თორნიკე მოლაშვილისათვის და სხვებისთვის.
,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრები-პარლამენტში, დაცვით და მანდატურებით დაცულ დარბაზში მინი-ნაპოლეონები არიან, ბობოქრობენ, ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებენ, სტაკატოს რეჟიმში კაკანებენ, რომ აი ნანა კაკაბაძის ლაშქარი მოდის და პასუხს გავცემთ და ტრიალებენ ციბრუტივით. თუმცა პარლამენტში უკვე მერამდენედ მოვიდა ,,ნანა კაკაბაძის ლაშქარი,, მაგრამ არცერთი ,,ნაციონალი,, არ ჩანდა კილომეტრის რადიუსში. ახლა აცხადებენ ნაციონალები, რომ არა ვინანიებთ, რაც ვიყავით ის აღარ ვართო. ვითომ პრაიმერში კეთილად მცინარ ბაქრაძეს გაამარჯვებინეს, ქმნიან ილუზიას, რომ სავლე-პავლედ გადაიქცა. არ დაიჯეროთ ხალხნო: გველმა ტყავი იცვალა-გველი დარჩა გველადა. საერთოდ კი ,,ნაციონალური მოძრაობა,, მაგონებს ინდურ მითიურ ვამპირს-ბრაჰმაპარუშს, რომელიც ადამიანებით იკვებება. მსხვერპლთა სისხლს თავის ქალიდან სვამდა, ჭამდა თავის ტვინს და ბოლოს, მსხვერპლის შიგნეულობაში გახვეული, რიტუალურ ცეკვას ასრულებდა...", - აცხადებს ჩრდილელი.