„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის დებატებში „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს დებატებში იწვევს, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეხმაურება.
კობახიძის განცხადებით, დებატები კანდიდატებს შორის აუცილებელია, თუმცა არა მხოლოდ მარგველაშვილის და ბაქრაძის.
„დებატები უნდა იყოს, მაგრამ ის რომ მაინცდამაინც ბაქრაძესა და მარგველაშვილს შორის იყო დებატები ეს არ მიმაჩნია სწორად. უნდა იყოს ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში წარმოდგენილი. ეს არის თვითონ კანდიდატების გადაწაყვეტი",-ამბობს კობახიძე.