პატრიარქის რუსეთში ვიზიტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პრობლემების მოგვარებას.
„ზოგადად ეკლესიას ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში, პოლიტიკურ ჭრილში. ამ შემთხვევაში, თუ ეკლესიებს შორის ურთიერთობა ხელს შეუწყობს პრობლემის გადაწყვეტას და დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში , რა თქმა აუნდა, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რელიგიური ნიშნით დაყოფა მაინც საფრთხილოა, რადგან ყველა დევნილს, მიუხედავად თავისი რელიგიური მრწამსისა, უფლება აქვს დაბრუნდეს აფხაზეთში. ზოგადად ის რომ ამ თემებზე საუბარი შედგეა ძალიან მნიშვნელოვანია', - განაცხადა კობახიძემ.