დღეს ბევრი მეკითხება - ვთქვათ, მოგეცით ხმა. ნიშნავს ეს, რომ დაბრუნდება ძველი "ნაციონალური მოძრაობა", ძველი, უცვლელი პოლიტიკით,?, - განაცხადა "ექსპოჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პარიმერზე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში გამარვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია.
"არ გავექცევი პასუხისმგებლობას, გულწრფელად და ობიექტურად ვისაუბრებ კარგზეც და ცუდზეც, და გავაკეთებ ყველაფერს, რომ საზოგადოება წავიყვანო გამთლიანებისა და "ჩატეხილი ხიდების" აღდგენისკენ. დღეს ბევრი მეკითხება - ვთქვათ, მოგეცით ხმა. ნიშნავს ეს, რომ დაბრუნდება ძველი "ნაციონალური მოძრაობა", ძველი, უცვლელი პოლიტიკით,? მინდა დღეს, ყველა თქვენგანთან ერთად მკაფიოდ განვაცხადო: "ნაციონალური მოძრაობის" ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია. ჩვენ მოგვაქვს წარსულიდან ცოდნა, გამოცდილება, პატრიოტიზმი, ენერგია, ყველაფერი ის, რისთვისაც ხალხი მხარს უჭერდა ამ პარტიას. მაგრამ სამუდამოდ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს რაც დღეს საზოგადოებას ჩვენ შეცდომებად მიაჩნია. ამასთან, დღეს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვეტთ, როგორ პარტიას ვაშენებთ და როგორი ლიდერები სჭირდება საქართველოს", - განაცხადა ბაქრაძემ.