ვერ შევძელით ადამიანთა უფლებების საშინელი დარღვევების ბოლომდე აღკვეთა, - განაცხადა "ექსპოჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პარიმერზე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში გამარვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი კარგიც გაკეთდა.
"დიახ, წინა წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქვეყანაში: შეიქმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჯარი და პოლიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა; განვითარდა ქალაქები; ბევრ სოფელს მიეწოდა გაზი, წყალი; გაკეთდა გზები, მოქალაქეებს აღარ სძალავდენ ქრთამს ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო ;. მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ვერ შევძელით სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება, ვერ შევძელით ადამიანთა უფლებების საშინელი დარღვევების ბოლომდე აღკვეთა. დიახ, იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც. და დღეს ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მივიღეთ 1 ოქტომბრის არჩევნების გაკვეთილი და დავამტკიცოთ, რომ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე", - განაცხადა ბაქრაძემ.