საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული პროცესების გამო დაგეგმილი რიგგარეშე სესია ხვალისთვის, 16:00 საათისთვის გადაიდო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა სპეციალისტების წინასწარი შეფასებით საკანონმდებლო ორგანოში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მაღალი სანდოობის არ არის.
,, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გვაცნობეს სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომ განხორციელდა სატელეფონო ზარი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის შენობაში დაახლოებით ორ საათში ბომბი აფეთქდება. სპეციალისტების წინასწარი შეფასებით ეს ინფორმაცია მაღალი სანდოობის არ არის, მაგრამ შესაბამისა სამსახურმა სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ევაკუაციის თაობაზე"-განაცხადა უსუფაშვილმა.