,,თუ ზურაბიშვილს ასეთი მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, მაშინ მინისტრი ძალიან ჭკვიანი ყოფილა და სწორი არჩევანი გაუკეთებია", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავით ზურაბიშვილის შეფასების კომენტირებისას.
,,თუ ზურაბიშვილს ასეთი მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ე.ი. მინისტრი ყოფილა ძალიან ჭკვიანი და ძალიან სწორი არჩევანი გაუკეთებია. მე ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ განვითარებულ პროცესებს კავშირი არ აქვს ,,რესპუბლიკური პარტიასთან"
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი მისი თანამდებობიდან მოხსნას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ,,ეს არის დარტყმა რესპუბლიკურ პარტიაზე".