,,ისე პარლამენტის შენობა თუ დაინგრევა ცუდი არ იქნება", _განაცხადა ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტმა ზურაბ ტყემალაძემ.
,,განხორციელდა გამაფრთხილებელი ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბომბია. ისე თუ ეს შენობა დაინგრევა ცუდი არ იქნება", -განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა პარალიზებულია. ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოში სატელეფონო ზარი განხორციელდა სადაც ნაღმის არსებობის შესახებ შეატყობინეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია სამართალდამცავები. შენობაში გამნაღმველები უკვე მუშაობენ.