განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩევლობას არ აპირებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავით ზურაბიშვილმა განაცხადა ის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
,,არ ვაპირებ მრჩევლის თანამდებობის დაკავებას. განათლების მინისტრის მოადგილედ თუ არ ვვარგოდი რატომ ვივარგებ მრჩევლად, ვერ გავიგე. ალბათ, ჩათვალეს, რომ კარგად არ ვმუშაობდი, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ცუდად არ ვმუშაობდი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით დავით ზურაბიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება, თუმცა სანიკიძის განმარტებით ის მზადაა დავით ზურაბიშვილს მჩეველის თანამდებობა შესთავაზოს.