წლის ბოლოს 6 %-იანი ეკონომიკური ზრ5დის მიღწევა რთული იქნება, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.
კვირიკაშვილის განმარტებით, დღეისათვის ზუსტი მაჩვენებლის გაკეთება, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება ეკონომიკა რთულია.
„ჩემი აზრით, ძალიან დიდი აქტიობა უკვე შეინიშნება. შემოდგომის თვეები იქნება ამ მხრივ აბსოლიტურად განსხვავებული, ციფრობრივადაც და თვისობრივადაც. იმედი მაქვს. რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გამოსწორდება"- განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა და მსხვილმა საფინანსო ინსტიტუტებმა 2013 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი ეკონომიკის 6 %-იანი ზრდა ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, პროგნოზის გადახედვა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. ნოდარ ხადურს იმედი აქვს, რომ 2013 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილ ნიშნულს მიუახლოვდება.