,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკის განმარტებით კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატები ფეოდალებად იქცნენ. როგორც გიორგი კანდელაკმა ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მმართველ გუნდი ,,უუნარო პოლიტიკოსებისგან" შედგება.
,, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღიარებს იმას, რომ ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარები იქცნენ პატარ-პატარა ფეოდალებად. უნებურად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მმართველი ძალა შედგება ფეოდალურ, კორუმპირებული ინსტიქტების მქონე, არაფრისმაქნის უუნარო პოლიტიკოსებისგან", _განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს ღიად აკრიტიკებს და მოუწოდებს გაითვალისწინონ მათი მოვალეობები, რათა პრემიერს არ მოუწიოს ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალური შენიშვნის მიცემა.
პრემიერის თქმით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს, რომელიც მოსაგვარებელია- „მაჟორიტარებთან დაკავშირებით გუშინდელ თათბირზეც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. დღესაც რამდენიმე ზარი გავაკეთე, ამის საშუალება მე მქონდა, მატარებლით მოვდიოდი. იმ დონით არსებობს ეს პრობლემა რომ რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ" , - განაცხადა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
პრემიერის თქმით, ბევრი მაჟორიტარი გამოუცდელია და მცდარია მათი წარმოდგენა რომ რეგიონები უნდა მართონ. მაჟორიტარებმა კეთილი ინებონ საკუთარი მოვალეობები გაარკვიონ და იმის მიხედვით გააგრძელონ მოღვაწეობა. მათთვის არ ჩაუბარებიათ ეს რეგიონები, ისინი აირჩიეს ამ რეგიონებიდან", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.