პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ ბათუმისა და ზუგდიდის ინციდენტებში ,,ქართული ოცნების" წევრი მონაწილეობა ის პარტიიდან გაირიცხება. როგორც ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა მისთვის მსგავსი ინციდენტები მიუღებელია.
,, მე როგორც მომახსენეს, არ მტკიცდება, რომ ბათუმისა და ზუგდიდი ინციდენტები ,,ქართული ოცნებისგანაა" ორგანიზებული, ეს წარმოუდგენელია. მე არ ვიცი ჟურნალისტებსა და საზოგადოებას როგორ გჯერათ, ის ვერტიკალი, როგორც მუშაობდა მათ დროს და როგორ ხდებოდა ორგანიზება ასეთი შეხვედრების და როგორ მხვდებოდნენ პირადად მე და რა პროცესი მიმდინარეობდა გამგეობებში ვიცით, ახლა რომ ასახელებენ გამგებლებს ჩემთვის წარმოუდგენელია ეს პროცესი ცენტრალური ხელისუფლებისგან იმართებოდეს", _განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილოს.
,,მოიტანონ კონკრეტული გვარები. თუ ვიმე ,,ქართული ოცნებიდან" მონაწილეობდა ამ პროცესი პირდაპირ, საჯაროდ ვაცხადებ, რომ გავრიცხავ ,,ქართული ოცნებიდან" და ისინი არ იქნებიან ჩვენი გუნდი წევრი", _განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ბათუმსა და ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებში ,,ქართულ ოცნების' აქტივისტებს ადანაშაულებს. პარტიის წევრებმა იმ საჯარო მოხელეების ვინაობაც დაასახელეს ვინც უშულოდ მონაწილებდა პარტიული პრაიმერის ჩაშლაში.