საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს ღიად აკრიკტიკებს და მოუწოდებს გაითვალისწინონ მათი მოვალეობები, რათა პრემიერს არ მოუწიოს ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალური შენიშვნის მიცემა.
პრემიერის თქმით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს, რომელიც მოსაგვარებელია- „მაჟორიტარებთან დაკავშირებით გუშინდელ თათბირზეც მქონდა რამდენიმე შეხვდერა. დღესაც რამდენიმე ზარი გავაკეთე, ამის საშუალება მე მქონდა, მატარებლით მოვდიოდი. იმ დონით არსებობს ეს პრობლემა რომ რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ" , - განაცხადა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან სუბრის დროს.
პრემიერის თქმით, ბევრი მაჟორიტარი გამოუცდელია და მცდარია მათი წარმოდგენა რომ რეგიონები უნდა მართონ. მაჟორიტარებმა კეთილი ინებონ საკუთარი მოვალეობები გაარკვიონ და იმის მიხედვით გააგრძელონ მოღვაწეობა. მათთვის არ ჩაუბარებიათ ეს რეგიონები, ისინი აირჩიეს ამ რეგიონებიდან", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.