,,პარტიების დაფინანსების საკითხი საკმაოდ რთულია და ბევრი კითხვებიც არსებობს", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საბოლო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.
,,არასაპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტიდან პასუხებს სცემენ ვინც მუშაობს დაფინანსების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით. მე მგონი ჩამოყალიბებული არ არიან და ეს მოლაპარაკებები გრძელდება. ამ პროცესში მე არ ვმონაწილეობ. ჩემთან ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე დაისვა პარტიების დაფინანსების საკითხი, საკმაოდ რთული და ბევრი კითხვებიცაა. მე ველოდები თვითონ შეჯერდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებაში მეც მივიღებ მონაწილეობას", _განაცხადა ივანიშვილმა.