,,საკრებულოს ახალ უმრავლესობას უფლება აქვს აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები", _განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ჩარევას არ აპირებს.
,, საკრებულოში შეიკრა ახალი უმრავლესობა რომელსაც შეუძლია და უფლება აქვს აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და ხელახლა დააკომპლექტონ კომიტეტები. მე ამ პროცესს მხოლოდ თვალყურს ვადევნებ და საჭიროდ არ ვთვლი ჩემი მხრიდან ჩარევას, რადგან მერი არის ცალკე არჩევითი ორგანო" , _განაცხადა გიგი უგულავამ.