,,აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშს-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა.
,, ე.წ. საზღვრების გავლების საკითხს დავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს. უნდა გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად. ასეთი ქმედებები მხოლოდ ხალხს უქმნის სირთულეებს. დიდი პოლიტიკა მოიცდის. მთავარია ადგილობრივებმა განაგრძონ მიწის დამუშავება, პირუტყვის საძოვრებზე გაყვანა და ნათესავების მონახულება", -განაცხადა ნორლანდმა.