,,ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ერთადერთი შეთანხება, რომელიც ჩაიშალა პარტიების დაფინანსების ზრდის თემაა", _განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.
მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსების საკითხმა 2-3 თვით გადაიწია.
"საუბარია, რომ თითქოს დაირღვა შეთანხმებები და ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შევცვალეთ. საკითხები, რომელზეც ცვლილებები დაიგეგმა, მომზადებულია. პრაქტიკულად ყველა საკითხი და თემა ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წარმოდგენილია კანონპროექტების სახით. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში იყო შეთანხება, მაგრამ ჩაითვალა, რომ მასზე გადაწყვეტილების მიღება 2-3 თვით გადაიდოს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზრდის თემაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.