იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. როგორც ჟურნალისტებთან წულუკიანმა განმარტა სიცოცხლის უფლება უნდა გახდეს დაცული პირველი ღირებულება.
,,იმ ამაზრზენ ფაქტს, რაც ბათუმში მოხდა, მინდა 16 წლის მოკლული გოგონას ოჯახს მივუსამძიმრო და საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი რამ ჩვენთვის არა მხოლოდ ეს დაკარგული სიცოცხლე, არამედ წინა წლებში ყველა მთავრობის დროს დაღუპული ახალგაზრდის სიცოცხლე არის ძალიან დიდი ტკივილი. გამოძიებამ ამ და სხვა საქმეებზე უნდა და დადგინოს ვინა არის დამნაშავე, რომ ის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. სიცოცხლის უფლება უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში, ყველა მთავრობის პირობებში დაცული პირველი ღირებულება", -განაცხადა წულუკიანმა.