სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა დავით კირვალიძეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხავენ.
გიორგობიანის განმარტებით, საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შ.პ.ს. ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.