ცხინვალის გამასწორებელ კოლონიაში პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. განცხადება ინფორმაცია ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე ე.წ. შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა გააკეთა.
„დათვალიერების შედეგად გვამზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ შეინიშნება", _ განაცხდაა ლავოევმა. მისივე თქმით, ფაქტზე კვლევას ე.წ. გენერალური პროკურატურა ატარებს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელი ოთხჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის ჩრდილო ოსეთშიც. ამჟამად იგი ქურდობისთვის ორწლიან სასჯელს იხდიდა.