შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების სიაში 16 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების სიაში მოხვდნენ ირანთან დაკავშირებული პირები და კომპანიები. მათ შორის არიან ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები.
სანქციების შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა