,დარწმუნებული ვარ, საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა.
,,ჩვენ ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მეგობრობა ორ ქვეყანას შორის უკვე არის მუდმივი პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება. რაც შეეხება შიდა პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს, მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენმა საუბრებმა ჩაიარა გულთბილ ვითარებაში, ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და ეს საუბრები იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი ევროპული სტანდარტების დაცვისა და ევროპა მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება საქართველოსგან",-განაცხადა დონალდ ტუსკმა.