,,მივესალმები თუ უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა",_ ამის შესახებ ,,საქართველოს გზის" დამფუძნებელმა სალომე ზურაბიშვილმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში განაცხადა.
,, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თეა წულუკიანთან გადადის უწყებათაშორისო კომისია, რომელმაც საარჩევნო პროცესი უნდა გააკონტროლოს. Eეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი მაგრამ აქეთკენ თუ მიდის პროცესი მივესალმები", _განაცხადა ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
"უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოსთან და უშიშროების საბჭოს ნორმალურ ქვეყანაში არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო კამპანიასთან. უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას იმიტომ, რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. უბრალოდ. მას ამიერიდან უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.