პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარის კჟიშტოფ ლისეკის განცხადებას პოლიტიკურ მიკერძოების მაგალითად აფასებს. როგორც ჟურნალისტებთან უსუფაშვილმა განაცხადა მას არ უკვირს ლისეკის ამგვარი განცხადებები, რადგან ის ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ორგანიზაციას წარმოადგენს.
,,ლისეკის განცხადებაში ვერ ვხედავ ვერანაირ მოტივს გარდა პოლიტიკურის, როცა ის ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ აუცილებლობას მისი წინასწარი დაკავების, გარდა პოლიტიკურის. ,,ნაციონალურ მოძრაობას" ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ადგილობრივი ორგანიზაციების მსგავსი სტრუქტურები, ისევე როგორც სახალხო პარტიას ,,ნაციონალური მოძრაობის" სახით საქართველოში ჰყავს ადგილობრივი ორგანიზაცია. ასე რომ, ერთი პარტიის წევრები როცა ევროპულ სტანდარტებზე საუბრობენ, ცხადია, სწორედ აქ არის პოლიტიკა და არ არსებობს სხვა არანაირი მიზეზი გარდა პოლიტიკური მიკერძოების", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ის პირადად ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს და ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.