,,მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მონახულების შემდეგ.
მისივე განაცხადებით, ვანო მერაბიშვილის ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.
"მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, თუ რატომ იმყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს", - განაცხადა ლისეკმა და აღნიშნა, რო მ მერაბიშვილს წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული და ის ექიმებმა უნდა მონახულონ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი კჟიშტოფ ლისეკმა ციხეში უკვე მეორედ მოინახულა.