,,ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც ქართულ ოჯახებს რუსმა სამხედროებმა მიაყენეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსი სამხედროების მიერ ხუთი ქართველის გატაცების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს ბევრი სირთულის მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობა რაციონალურ ჩარჩოში მოაქციოს.
,,უაღრესად რთულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა და პოლიტიკა რაციონალურ ჩარჩოში მოვაქციოთ", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლიდან სოფელ ხვითისა და ახალუბნის მცხოვრებლები გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.