ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჭიათურაში, ,,ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროში   აფეთქებას. 
უბედურის შემთხვევა  მაღაროს №21 უბანში, გუშინ გვიან  ღამით მოხდა, რის შედეგადაც  მანგანუმის ამფეთქებელი შალვა დარბაძე ადგილზე დაიღუპა. როგორც მაღაროს თანამშრომლები „ჯი-ეიჩ-ენს" უცხადებენ, ამფეთქებელი ფითილს ამზადებდა, რა დროსაც სანგრის ჭერი ჩამოინგრა, ამფეთქებელს ლოდი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
„მსგავსი შემთხვევა დიდი ხანია არ მახსოვს, რომ მაღაროში მომხდარიყო. ტრაგედია დატრიალდა ყველას თავს.,"- ამბობს მაღაროელი ნუგზარ შეყილაძე.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები