,,შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი არის ჩვეულებრივი აფერისტი", _განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
"მე მზად ვარ დავადასტურო ჩემი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უნდა დაადასტუროს ჩემი ბრალი. შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი არის ჩვეულებრივი აფერისტი. ორივე ბრალდება არის აბსურდული", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თბილის მერს შპს "თბილ სერვის ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებს ედავება. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.