,,მიხეილ სააკაშვილს არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით პასუხს წერილობით გავცემ", _ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მიერ მისდამი მიწერილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.
წულუკიანის განაცხადებით, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის წერილს არ გასცნობია.
"მე ვიცნობ პრეზიდენტის ზეპირ მოწოდებებს ამ საკითხთან მიმართებაში და მე ამ მოწოდებებს ვუპასუხებ. თუ წერილი არის შემოსული, მე ამ წერილს, ჯერჯერობით, არ ვიცნობ, ალბათ, სულ ახლახან შემოვიდა. თუ წერილი შემოვიდა, მივბრუნდები, გავეცნობი და პასუხს გავცემ ასევე წერილობით", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის განთავისუფლების მოთხოვნით წერილით მიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს მიხეილ სააკაშვილის სახელით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა 13 ივლისს გაუგზავნა