„მე არ მგონია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ყველაფერს ასე აფასებენ. არ შეიძლება სიტყვას ფასი დავუკარგოთ", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თერგიზ გუნავა დაპატიმრების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველა დაკავებას - პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.
„ყველა დაკავებას როგორც წესი პოლიტიკურად მოტივირებულს ეძახიან. ასე არ შეიძლება. სამართალდამცავ სტრუქტურევბს პატივი უნდა სცენ - უმცირესობიდანაც მათ რიცხვში და უნდა კარგად გაიაზრონ რომ მათ მუშაობის საშუალება მიეცეთ. არ შეიძლება ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებული დავარქვათ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.