„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას და რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების საკითხში ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა.
„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით", _ განაცხადა ივანიშვილმა.