„თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს", _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას ორმხრივ ფორმატში შეძლებს.
„ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ამასთანავე, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.