„საქართველოს პოზიცია დესტრუქციულია და ის რომ მომდევნო რაუნდზე ასევე გაგრძელდეს ამან შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებათა დასრულება გამოიწვიოს", _ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აფხაზურმა და ე.წ. სამხრეთოსურმა დელეგაციებმა აუწყეს მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს, რომ დისკუსიების ადრინდელ ფორმატთან მიბრუნებას არ აპირებენ.
„ასე რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გვაჩვენებს გავაგრძელოთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა თუ არა. კომპრომისი თუ არ იქნება მიღწეული სავარაუდოდ ისინი შეწყდება, რაც დიდი ტრაგედია ნამდვილად არ იქნება, ვინაიდან ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონსულტაციების დაწყება ახალ ფორმატებზე, სადაც აფხაზეთი თავის პირობებს წამოაყენებს. დაველოდებით, თუ რითი ჩამოვლენ ჩვენთან სექტემბერში თანათავმჯდომარეები", _ აცხადებს ვიჩესლავ ჩირიკბა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 16 ოქტომბერს გაიმართება.