დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 467 ადამიანია ჩასული. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ ჩასულია 143 ოჯახი, 115 მამაკაცი, 201 ქალი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი - 107 და 44 პენსიონერი.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ამ დროისათვის აქტიურად რეალიზდება პროგრამა, რომელიც სირიელი ლტოლვოლების ე.წ. აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. აფხაზეთში ჩასულ სირიელთაგან 45 მამაკაცი უკვე დასაქმებულია.
„რეპატრიანტთათვის სპეციალურად ორგანიზებულია აფხაზური და რუსული ენის შემსწავლელი კუსები", _ იუწყება აფხაზური მხარე.