,,ყოველთვის მზად ვარ, ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მოვისმინო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილმა მისი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების კომენტირებისას.
"ხშირად ვისმენ მსგავს მოსაზრებებს, ჩემი თანამდებობა დროში გაწელილი არაა, ანუ მთავარი პროკურორის დანიშვნა მოქმედი კანონით ხდება იუსტიციის მინისტრის წარდგინებით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს - დღეს, ხვალ, ერთი წლის, ან 10 წლის შემდეგ, არასდროს-მეთქი არ ვიტყვი, რადგან ყოველთვის ხდება. მე პირადად ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება დადგეს და ამის არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე შესაძლოა ზაქარია ქუცნაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, ან მაია მწარიაშვილი დაინიშნოს, არჩილ კბილაშვილის შეფასებით, ჯერჯერობით, ეს "სასიამოვნოდ მოარული ამბავია, რომელიც ყურს, სმენას და საზოგადოებას ახალისებს".