,,არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს", _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალსიტებთან შეხვედრისას.
,,რაც შეეხება ბედუკაძესთან დაკავშირებით რაიმეს შეცვლას, ამასთან დაკავშირებით საპროცესო კანონი არ უშვებს ამის შესაძლებლობას, ამიტომ რომც მქონდეს სურვილი რაიმე შევცვალო ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება დარჩება ისე როგორც ეს არის მიღებული", _ განაცხადა კბილაშვილმა.