,,პრემიერის განცხადება არის მორალის ძალიან მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიცია", _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის საკითხი კოალიციის პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანი არ ყოფილა და ამის შესახებ არ იცოდა არც პრემიერმა და არც იუსტიციის მინისტრმა.
,,მე მქონდა 2-3 სამი დღის წინ მასთან საუბარი, როდესაც იგი ამ საკითხით დაინტერესდა. ბუნებრივია არგუმენტები რაც თქვენ მოისმინეთ მოსმენილი იქნა მის მიერ. მისი პოზიცია, დაახლოებით, ისეთია, რომ წამება არის ისეთი დანაშაული, რომელიც არ შეიძლება შეწყნარებული იქნეს. მე არ შემიძლია ამ აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ყველაზე მაღლი ზღვარი, რომლიდანაც შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო. თუმცა იმ ვითარებაშიც და ახლაც მაქვს ის პოზიცია, რომელიც დავაფიქსირეთ", _ განაცხადა კბილაშვილმა.