პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს და შესაბამისმა უწყებებმა დროული და ამომწურავი პასუხი დადონ.
„შესასწავლია ეს ფაქტი. შსს ამავე განწყობაზეა და არ ფიქრობს, რომ ძალადობას ხელი უნდა დაააფარონ," - ამბობს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით პოლიციაში დაკითხვის შემდეგ დაასრულა. როგორ მიქაუტაძემ მეუღლეს განუცხადა, მას სამართალდამცავებმა მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს.