,,ვლადიმერ ბედუკაძის საქმის გადახედვა პროკურატურის ვალდებულება და უფლებამოსილება", _განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ციხის სკანდალური კადრების ავტორის საქმის კომენტირებისას.
,,თუ ბედუკაძის საქმის გადახედვა გადაწყდება, ეს პროკურატურის ვალდებულება და უფლებამოსილებაა. პროკურატურის ვალდებულებაა, საქმეში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის საფუძვლებს უნდა ეყრდნობოდეს. მთავარ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში პირს ბრალი მოუხსნას. აღნიშნული საკითხი კანონში საკმაოდ გასაგებად, ნათლად წერია და რადგანაც სასამართლოში საქმე კანონიერად შევიდა, სასამართლომაც საკუთარი გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო. თუ საქმეში ცვლილებების შეტანის საკითხი სასამართლოში ისევ შემოვა, სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კანონიერია რამის შეცვლა", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძის საქმეზე გადახედვის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მთვარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართა.